00:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 11:14:01, 924 ნახვა

ომი უკრაინაში
Bloomberg - უკრაინამ რუსეთის მონაწილეობით მეორე სამშვიდობო სამიტი, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართოს

უკრაინამ მეორე სამშვიდობო სამიტი, ამჯერად რუსეთის მონაწილეობით, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართოს. ამის შესახებ Bloomberg-ი უკრაინელ და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, გეგმა მოჰყვება პირველ სამიტს, რომელიც გაიმართა გასულ თვეში შვეიცარიაში და მასში 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

რამდენიმე დასავლელი მაღალჩინოსნის თქმით, ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს ყურადღებით ორგანიზებული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნითა და კონტროლირებადი მოლოდინებით.

ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი კი არ არის დარწმუნებული, რომ სამიტი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით შედგება.

მაღალჩინოსნებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ აშშ-ის არჩევნებადე სამიტის ორგანიზების მცდელობები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ჩქარობს ასეთი შეხვედრის ორგანიზებას, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პერსპექტივამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics