22:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-06 12:07:02, 714 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა სუმის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანეს

რუსული დრონის თავდასხმის შედეგად სუმის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც რეგიონის რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.  ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით,  აფეთქებები შუაღამისას გაისმა. ამ დროისთვის, ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ზარალის ხარისხს იკვლევენ.

მანამდე სუმის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განცხადება, დრონის თავდასხმის შედეგად წყლის სისტემის დაზიანებასა და წყალმომარაგების დროებით შეფერხებაზე გააკეთეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელზე განახლებული თავდასხმის შედეგად.

უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგო პროვაიდერმა DTEK-მა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ენერგომომარაგების შემცირების გამო, უკრაინელებს ელექტროენერგია მხოლოდ 6-7 საათის განმავლობაში ექნებათ, მომავალ ზამთარს. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი ვერ შეძლებენ დაზიანებული სადგურების აღდგენას ელექტროენერგია შეიძლება ზოგიერთს დღე-ღამეში 20 საათითაც შეუწყდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics