22:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 14:23:37, 686 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა

არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინიციატივას.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ ენდობა.

"ჩვენ ვერ ვენდობით პუტინს, რადგან ჩვენთვის ის მკვლელი და აგრესორია. მნიშვნელოვანია, უნგრეთი აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია, აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნების, ლიდერების თანდასწრებით, რომლებსაც აქვთ ნდობა. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ომის დასრულების ეტაპებზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, უნდა ვენდოთ ერთმანეთს“,- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სასწრაფო ზავის იდეა წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics