|
2024-07-02 11:26:29, 336 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს. „აისბერგ თბილისი“ წარმოადგენს სამაცივრე სასაწყობე მეურნეობას, რომლის წლიური დანახარჯების უდიდესი წილი ელ.ენეგიის ღირებულებაზე მოდის. პროექტის ჯამური ღირებულება 220 ათასი ევროა და ის "საქართველოს ბანკისა" და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სუბსიდირებული ფინანსური რესურსით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „აისბერგ თბილისის“ ტერიტორიაზე, 500 კვტ. დადგმული სიმძლავრის TRINA SOLARIS მზის პანელები დამონტაჟდება, ჯამში 760 ერთეული. მზის სადგური წლიურად დაახლოებით 740 000 კვტ/სთ ენერგიას (საერთო მოხმარების დაახლოებით 20%) გამოიმუშავებს, რაც კომპანიას 200 000 ლარამდე დაუზოგავს. „საქართველოს ბანკისთვის", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა და მწვანე მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, წლების განმავლობაში, ამ მიმართულების გაძლიერებისთვის, არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა პარტნიორმა კომპანია „აისბერგ თბილისმა“ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც საწარმოს მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ენერგიის ალტერნატიულ საშუალებების გამოყენება ერთის მხრივ შეამცირებს გარემოზე ზიანს, ხოლო მეორეს მხრივ - კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას“, – განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)