11:32 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 10:32:14, 442 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გულშემატკივრები ესპანეთი-საქართველოს მატჩის პირდაპირ ეთერში ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე კვლავ შეძლებენ

ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებაზე დასწრებას, 30 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული მატჩის ჩვენების პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

„ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი აქვს, უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, მობრძანდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ჩვენებაზე დასწრება უფასოა. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics