|
2024-06-26 14:49:40, 331 ნახვა
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკაში გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
კორეის რესპუბლიკაში გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასასრულს, გაეროს გენერალური მდივნის, კორეის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის, სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებისა და მოადგილეების მონაწილეობით, პანელური დისკუსია გაიმართა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისაუბრა საქართველოს საჯარო მმართველობის მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და ამ პროცესში გენდერული თანასწორობის შესახებ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოში საჯარო სექტორში ქალთა როლის ზრდის მნიშვნელობას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საქართველოს მიღწევებს აღნიშნული მიმართულებით. "ქალთა გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. გატარებული რეფორმების შედეგად, საჯარო სამსახურში მმართველ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის, 47% ქალია. ამასთან, იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომელთა შორის მენეჯერულ პოზიციებს 59% ქალი იკავებს. სახელმწიფო განაგრძობს საჯარო სამსახურში ქალთა როლის გაძლიერებას, შესაბამისი სამთავრობო და საპარლამენტო საბჭოების მეშვეობით პროცესების მონიტორინგსა და გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობას", - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა. საჯარო სერვისების საერთაშორისო ფორუმი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფორუმის მიზანს საჯარო მმართველობასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი 2026 წელს საქართველოში გაიმართება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)