2024-06-20 21:18:48, 509 ნახვა
მსოფლიო
მედია - ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება
ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას abc media ავრცელებს
როგორც მედია წერს, სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკომისიას შორის დაფინანსების შეთანხმება ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.
დოკუმენტის პროექტი, სახელწოდებით "შეთანხმება სახელმწიფო გაძლიერებისა და გამძლეობის შესახებ სომხეთის რესპუბლიკისთვის" მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, მგერ გრიგორიანმა წარადგინა.
“აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას უფრო ფართო რეფორმების პროცესში, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაში, კერძოდ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სტრატეგიების განხორციელებაში”, - განაცხადა გრიგორიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,