|
2024-06-20 13:59:15, 721 ნახვა
ეკონომიკა
Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი, საუკეთესო კორპორაციული ავტომობილი Geely Emgrand წარუდგინა
Geely Emgrand საქართველოშია. ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის თანამედროვე და ელეგანტური სედანი იდეალურია კორპორაციული შესყიდვებისთვის და Geely Sakartvelo-ს შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. Emgrand გამორჩეული სედანია, კლასიკური და დამახასიათებელი ექსტერიერით, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული ჭეშმარიტად თანამედროვე დიზაინთან და ტექნოლოგიებთან. Emgrand იდეალურია როგორც ურბანული სივრცისთვის, ისე შორეული მოგზაურობისთვის. ის აგებულია ინოვაციური მოდულური პლატფორმის BMA-ს საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია Geely-ის მიერ, ევროპელი ტექნიკოსების მონაწილეობით. აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს მეტ სივრცეს ინტერიერში.
Geely Emgrand აღჭურვილია 1.5 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქალაქგარეთ მგზავრობისას საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრს შეადგენს, შერეული - 5,8 ლიტრს. მომხმარებლის სურვილისამებრ გადაცემათა კოლოფის შერჩევაც შესაძლებელია, კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია მექანიკური ან ავტომატური ტრანსმისია. გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Auto ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, თუმცა მომხმარებელს ამ მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ. ჩვენს შოურუმში ახლა უკვე Geely Emgrand-ც ხელმისაწვდომია. ეს არის C და B სეგმენტს შორის არსებული სედანი. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებს. საცალო ბაზრისგან განსხვავებით, კომერციული მიმართულებით სედანზე მოთხოვნა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ ქართულ ბაზარს წარვუდგინეთ მოდელი, რომელიც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა. Emgrand-ის ფასები კომპლექტაციის მიხედვით $14 500-დან $17 000-მდე მერყეობს. საქართველოში Geely Emgrand 4 კომპლექტაციითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელები ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მას ოფიციალური გარანტიაც მოჰყვება“.
Geely Emgrand აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოებისა და მულტიმედია სისტემებით. ინტერიერში დაგხვდებათ 12,3-დიუმიანი ცენტრალური მონიტორი, Apple Car Play-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით. ასევე უკანა ხედვის კამერა, ბრმა ზონების კონტროლის სისტემა და მძღოლის სხვა დამხმარე ფუნქციები. --- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)