|
2024-06-20 13:04:15, 587 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ „ტოპ|ქარდის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთობლივი აქცია დაიწყო
დღეიდან, "ლიბერთის" "ტოპ|ქარდის" მომხმარებლებისთვის "ელიტ ელექტრონიქსის" ტექნიკის მაღაზიათა ქსელში აქცია დაიწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, "ტოპ|ქარდით" "ელიტ ელექტრონიქსში" ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შეძენისას, შესაძლებელი იქნება გადახდილი თანხის 12 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%) გადანაწილება - შეძენილი ნივთის საფასურს არ დაემატება გადასახადი. 12 თვეზე უპროცენტო გადანაწილების შეთავაზება ვრცელდება როგორც "ელიტ ელექტრონიქსის" ფილიალებში, ასევე "ტოპ|ქარდით" ონლაინ შეძენისას www.ee.ge -ზე. აქციით სარგებლობა შეუძლია როგორც "ტოპ|ქარდის" არსებულ მომხმარებელს, ასევე მათ, ვინც აქციის პერიოდში აიღებს ბარათს - მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ "ტოპ|ქარდით", მისი აღება შეუძლიათ როგორც "ლიბერთის" ნებისმიერ ფილიალში, ასევე "ელიტ ელექტრონიქსში" - "ლიბერთის" განვადების მენეჯერებთან. ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურადაც, ახალი ვებ გვერდის საშუალებით: https://libertycredit.ge/ ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის სახით. რა არის "ტოპ|ქარდი": "ტოპ|ქარდი" არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ. "ტოპ|ქარდი" გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე, "ლიბერთის" ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან. "ტოპ|ქარდის" ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე. "ტოპ|ქარდის" აღება უფასოა, ამასთან ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო. "ლიბერთის" შესახებ: "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)