2024-06-19 11:19:49, 400 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ
მსოფლიოში სიტუაცია რთულდება, რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ,- ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ახლა მსოფლიოში სიტუაცია უფრო რთულდება და სწრაფად იცვლება. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია რუსეთთან, რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ჩრდილოეთ კორეა-რუსეთის ურთიერთობები მაღალი კეთილდღეობის პერიოდში შედის“,- აღნიშნა კიმმა.
ცნობისთვის, 2000 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,