|
2024-06-18 15:48:11, 412 ნახვა
საზოგადოება
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
PSP ფარმაცეტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. 14 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Golden Brand-ის რიგით მე-19 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "საქართველოს ბიზნეს ოსკარი". როგორც PSP -ში აცხადებენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს. „განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია. 30 წლის წინ თბილისში, პეკინზე, ბუკიას ბაღთან არსებული ერთი ობიექტით გაიცნო კომპანია მომხმარებელმა. საიუბილეოდ, სრულიად ახალი კონცეფციის ინოვაციური აფთიაქი ფარმაცევტული რობოტითა და პარაფარმაციის გაზრდილი ასორტიმენტით, მომხმარებელს ყიდვის განსხვავებულ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. Global Idea-სა და The FlNANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, Golden Brand გავლენიანი და მნიშვნელოვანი ჯილდოა საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას. წელს მედიის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დაჯილდოვდა. „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესის წამყვანი სპეციალისტები და მომხმარებლები განვლილი წლის განმავლობაში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის საუკეთესო კომპანიებს ავლენენ. წლების განმავლობაში PSP აღიარებულია ფარმაცეტულ სფეროს N1 და დარგის ლიდერ კომპანიად.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)