|
2024-06-17 15:06:44, 431 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გადავამოწმეთ და დღემდე არცერთ დეპუტატს სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე შეტყობინება არ მისვლია
როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს, ეს არის სავიზო შეზღუდვები. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე და უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არცერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი. როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები, მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმარ , რომელის საქმიანობა არის თვისებრივად განსხვავებული წინა ელჩის საქმიანობისგან. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მე მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე, ყოფილმა ელჩმა იმდენი გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება პრაქტიკულად, თეორიულად იყო შეუძლებელი. მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს. თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არანაირი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა. როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს. ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე",- თქვა კობახიძემ.
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)