03:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 15:01:26, 394 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - უკრაინის დახმარებას თუ არ გავაგრძელებთ, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ

უკრაინის დახმარებას თუ არ გავაგრძელებთ, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, დამარცხებას საბედისწერო შედეგები ექნება თავისუფალი უკრაინისთვისა და თავისუფალი ევროპისთვისაც, ამიტომ საჭიროა უკრაინის დახმარების გაფართოება.

„რთული დასათვლელია, რამდენის გადახდა დაგვჭირდება, თუ ჩვენ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი ჩვენგან შორს შევაკავოთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics