05:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 16:06:40, 448 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ ბელგიის თავმჯდომარეობის განცხადებაზე - ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. 

სანდუს თქმით, ეს მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

"მოხარული ვარ, მივესალმო ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის განცხადებას, მოლდოვასა და უკრაინასთან პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციების შესახებ, რომელიც 25 ივნისს გაიმართება. ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპისკენ", - წერს სანდუ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics