17:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 13:59:43, 300 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის

რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები,- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს. 

დედაქალაქის მერმა დღეს მედიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა.

კალაძის თქმით, „რადიკალიზმს პასუხი საზოგადოების მხრიდან გაეცემა". 

„ესეც იმ რადიკალიზმის ნაწილია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ბოლო თვეების  განმავლობაში ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით, სადაც იმყოფებიან. ამაზე საუბრობს გვარამია, რას წარმოადგენენ. ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე საუბრობს და კარგ შეფასებებს აკეთებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც დღეს არიან",- თქვა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics