22:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 15:55:26, 602 ნახვა

სამართალი
გოგაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებაზე: ეს არის ამორალური დანაშაული, რომლის მიმართ უმკაცრესი ვიქნებით

მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდოამრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურორის მოადგილის  გიორგი გოგაძის განცხადებით, ინფორმაცია არ აქვს, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა გოგაძე ამბობს, რომ მათი მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება:

"პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა, არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ტყუილს ვერ ვიკადრებ. რეაგირება იქნება უმკაცრესი,  იმიტომ რომ ეს არის ამაზრზენი, ამორალური დანაშაული; ისტორიამაც აჩვენა, რომ ჩვენ ამ დანაშაულის მიმართ ვიქნებით უმკაცრესი",-განაცხადა გიორგი გოგაძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით,  საქმე ეხება ორი თვის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციაში გელა ღურწკაია მივიდა და წინასწარ დაანონსა, რომ ეკა ბესელიასა და პოლიტპატიმრების შესახებ, ჟურნალისტებისათვის საინტერესო მასალები ჰქონდა.

მათივე ცნობით, გაზეთის რედაქტორის ნანა თვალაბეიშვილის მიერ მეხსიერების ბარათის შემოწმების შემდეგ კი მასზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics