2016-02-15 14:43:14, 399 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: სეირებში მონაწილეობას მე არ ვაპირებ
დღეს პარლამენტში, ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მივლენ, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრება.
შეხვედრაზე მისვლას არც ალეკო ელისაშვილი აპირებს. საკრებულოს დეპუტატი დღევანდელ სხდომას ეკა ბესელიას მიერ დანიშნულს უწოდებს. უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბესელიას სურს შეწყალების სკანდალური საქმე გადაიფაროს.
„მე პარლამენტისგან ველოდები, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ეს საკითხი დაისვას, რომ ამ საქმეს სამართლებრივი გაგრძელება მოყვეს. სეირებში მონაწილეობას მე არ ვაპირებ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან