08:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-08 15:22:06, 403 ნახვა

მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა

დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

თავდასხმას სოციალურ ქსელ X-ზე დანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰეინიკე გამოეხმაურა.

„დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე მამაკაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე შოკირებულია თავდასხმით. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია“, - წერს მაგნუს ჰეინიკე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics