|
2024-06-07 11:41:15, 409 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ სანქცირებულია
დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ. ამის შესახებ დელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშილმა დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამადაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების ამოქმედებას ეხმაურება და მოუწოდებს მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ გააცნობიერონ, რა არჩევანია გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე. "გასული 30 წლის მანძილზე საქართველოს არ ჰყოლია უფრო მტკიცე მოკავშირე, ვიდრე არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მისი ევროატლანტიკური მომავლის დაცვის და უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ასევე გასული 30 წლის მანძილზე რუსეთი, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას ძალიან აქტიურად ცდილობდა ამ სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებას. დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგნელები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები შეერთებული შტატებისთვის. რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს დღევანდელიხელი ხელისუფლების პირობებში მისცეს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ კიდევაც და რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს. რას ნიშნავს სანქცირებული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი არათუ აღარ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, არამედ, ვინც უკვე შემოსულია იფიქრებს, როგორ სწრაფად დატოვოს ჩვენი სახელმწიფო და ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას და ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებში გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის რა არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე, ანუ გვინდა თუ არა ჩვენ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგოული მოკავშირის აშშ-ის გვერდით დგომის გარეშე საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით დღეს და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე. დარწმუნებული ვარ რომ ამას ძალიან კარგად გააცნობიერებს ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენ ოქტომბერში დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას სწორედ იმ გზაზე რომელიც ჩვენ მრავალი წლის წინ ავირჩიეთ და ეს გზა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და დაცული ჩვენი სტრატეგოული მოკავშირეების მიერ", - განაცხადა სამადაშვილმა.
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)