2016-02-15 10:50:06, 479 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პარლამენტის მოწვევით, ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში დაიწყო.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან.
გარდა ამისა პარლამენტში სტუმრობისას უცხოელი ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
შესაძლოა ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტები ინტერპარტიული ჯგუფის წევრებსაც შეხვდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან