10:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 10:03:37, 454 ნახვა

მსოფლიო
კირბი - თუ „ჰამასი“ დათანხმდება აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მოლოდინი გვაქვს, რომ ისრაელიც დათანხმდება

ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლოდინი აქვს, რომ თუ „ჰამასი“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დათანხმდება, ისრაელიც მიიღებს ამ წინადადებას,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის განცხადებით, აშშ „ჰამასის“ პასუხს ელოდება.

„ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს. აშშ იმედოვნებს, რომ ორივე მხარე გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას, „რაც შეიძლება მალე“ დათანხმდება.

ბრძოლის პირველი 6-კვირიანი პაუზის დროს, ორივე მხარე დაჯდება და ეცდება მოლაპარაკებას, როგორი შეიძლება იყოს მეორე ეტაპი და როდის შეიძლება დაიწყოს.

აშშ-ის დაზვერვა ახლა მიიჩნევს, რომ „ჰამასი“ დეგრადირებულია იმდენად, რომ აღარ შეუძლია ისეთი შეტევის გამეორება, როგორიც მისმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს განახორციელეს.

ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ საფრთხეს ისრაელელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ისინი წარმოადგენენ, მაგრამ მათ არ აქვთ სამხედრო შესაძლებლობები, რათა გაიმეორონ ის, რაც გააკეთეს“, - განაცხადა კირბიმ ABC News-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ 3-ეტაპიანი გეგმა წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics