10:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 17:43:25, 563 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება, ღაზაში მუდმივად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება, ღაზაში მუდმივად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება“. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელის პირობები არ შეცვლილა.

„ისრაელის პირობები ომის დასრულებისთვის არ შეცვლილა: ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, „ისრაელი მუდმივად ცეცხლის შეწყვეტამდე გააგრძელებს ამ პირობების შესრულების დაჟინებით მოთხოვნას. მოსაზრება, რომ ისრაელი დათანხმდება მუდმივ ცეცხლის შეწყვეტაზე მანამდე, სანამ ეს პირობები შესრულდება, მარცხისთვისაა განწირული“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics