07:52 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 20:54:35, 307 ნახვა

საზოგადოება
31 მაისს, მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც საქართველოც უერთდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ახალი პროდუქტების აღმოცენება საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განმარტებით თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ყველა სექტორის განვითარების დღის წესრიგში. მისივე თქმით ქვეყანაში მაჩვენებლები იკლებს, თუმცა მაინც  საყურადღებოა 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 10- დან ერთი  ბავშვი მწეველია, რაც შეეხება მწეველობის სიმძიმეს ზოგად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% არის მწეველი და ეს უკავშირდება უდიდეს დანახარჯს, როგორც ფინანსურად ასევე სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის დანაკარგის კუთხით.

სპეციალისტების განცხადებით, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალებას და  ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics