|
2024-05-31 16:30:19, 346 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-13 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 80-მა კადეტმა დაამთავრა. ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმში მე-13 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. „ლიცეუმში ჩამოყალიბებული ღირებულებებით, ქვეყნის სიყვარულითა და ღირსებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულები აუცილებლად იტყვიან საკუთარ სათქმელს მომავალში, როგორც სამხედრო, ასევე, მათ მიერ არჩეულ სხვა სამოქალაქო საქმიანობებში“, - აღნიშნა მან. საკუთარ სიტყვაში ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიმდინარე მშენებლობაზეც და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების პოლიტიკა განათლების კუთხით არაერთ პროექტს გულისხმობს. ღონისძიება კადეტების, ლიცეუმის მასწავლებლებისა და სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა მშენებარე შენობა მოინახულა, სადაც ბიბლიოთეკა, გასართობი სივრცე და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა. ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე, დაათვალიერა ლიცეუმის ტერიტორიაზე არსებული სასწავლო ცენტრი, სამედიცინო პუნქტი, კადეტების საცხოვრებელი ყაზარმები, სიმულაციური ცენტრი, სპორტული დარბაზი. ღონისძიების დასრულების შემდეგ, კადეტებმა მოწვეულ სტუმრებს პატრიოტული თემატიკის ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიცია წარუდგინეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია. ლიცეუმში სწავლის პერიოდში კადეტები არაერთ საგანმანათლებლო პროგრამაში - ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას და სამხედრო-სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისთვის მათ მომზადებას“, აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)