|
2024-05-29 16:39:00, 351 ნახვა
საზოგადოება
შამუგიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა
არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მიზნით. აქტიური მუშაობის შედეგად, დღეის მდგომარეობით, 200 ნორმატიული აქტიდან უკვე მიღებული და დაახლოებულია 138 ნორმატიული აქტი, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წარმატებით მიმდინარეობს და გრძელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ხორციელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, მევენახეობისა და მეფუტკრეობის მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას. „ჩვენ ვეხმარებით მწარმოებლებს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე. სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და მხარდაჭერით, 2022-2023 წლებში 80-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენაში და საკუთარი პროდუქცია წარადგინა. ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები ევროკავშირთან, აშშ-სთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და სხვა არაერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. ეს პროექტები გვეხმარება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)