10:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 13:15:58, 424 ნახვა

მსოფლიო
მედია - ბოსნია და ჰერცეგოვინის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კანონპროექტი ანსამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ გუშინ, ვიცე-პრემიერმა, მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო.

მათივე ინფორმაციით, ვიცე-პრემიერს გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.

„კანონპროექტი ევროკავშირმა გააკრიტიკა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების ინსტრუმენტი, ხოლო კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების ოპონენტების თავისუფლებებს კიდევ უფრო ახშობს“, - წერს მედია.

როგორც მედია აღნიშნავს, კანონპროექტი პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის მიერ იყო წარმოდგენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics