09:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 12:42:02, 304 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს ტრადიციულად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი აქტივობა განხორციელდება, მთავარი ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, რომლის ფარგლებშიც პატარებისთვის განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. 

„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება „რანინას“ კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მათ შორის: თოჯინების თეატრის და თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი „ჟოზე“, მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრის კუთხე და სხვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მერმა ყველა მშობელს მოუწოდა, ბავშვები სადღესასწაულო-გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანოს. მისივე თქმით, ღონისძიება - 17:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე დაიწყება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics