2024-05-27 13:28:03, 461 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით „რაგბის ფესტივალი 2024“ გაიმართა
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მუხიანში ,,ხვამლი არენას“ სტადიონზე ,,რაგბის ფესტივალი 2024 ‘‘ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ფესტივალში გლდანის მასშტაბით რაიონში არსებული კლუბების 360 მოზარდი მონაწილეობდა.
„ფესტივალის მონაწილეებს სიგელები, გუნდს კი თასები და 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ. ასევე, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში - საუკეთესო ლელო, საუკეთესო მბოჭავი, საუკეთესო მოთამაშე.
ფესტივალი მიზნად ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და რაგბის პოპულარიზაციას ისახავს.
ღონისძიებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დაესწრო”, - აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),