16:04 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 16:29:17, 416 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში,  გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე და  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე.

ხაზი გაესვა გააქტიურებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი აღინიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლიტვის პრეზიდენტმა რეგიონის უსაფრთხოების თემებზეც იმსჯელეს.

ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics