21:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 15:45:14, 625 ნახვა

სამართალი
ფატუ ბენსუდა: გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად ჩავა

„ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების“, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერტაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მიუნხენშიქართული დელეგაციის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

როგორც ბენსუდამ აღნიშნა, მან ქართულ დელეგაციას სამოქმედო გეგმა გააცნო. მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

ამასთან, ფატუ ბენსუდას განმარტებით, მან რუსულ მხარესაც შესთავაზე კომუნიაკაცია, თუმცა ამ დორმდე მათგან პასუხი არ მიუღიათ.

„ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გამოძიების ჩატარების შესახებ დასტური მივიღეთ. შეხვედრაზე ჩვენი სამუშოა გეგმა გავაცანი და საგამოძიებო პროცესში სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ჩვენ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ შეხვედრა გვექნება. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად ჩავა“, - განაცხადა ფატუ ბენსუდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics