09:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-25 15:47:34, 506 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - აშშ-ის მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ

აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების დაწესების მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.

„წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ., ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics