12:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 09:40:36, 467 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - „ჰამასის“ ხელმძღვანელობისა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მორალური გათანაბრება არასწორია

არასწორია "ჰამასის" ხელმძღვანელობისა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მორალური გათანაბრება,- ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, კარიმ ხანის მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და "ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნას.

როგორც კამერონმა ლორდთა პალატას განუცხადა, ორდერების გაცემა მძევლების გათავისუფლებას ხელს ვერ შეუწყობს.

"ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ ამ ორდერების გაცემა ხელს შეუწყობს მძევლების დაბრუნებას. ის არ შეუწყობს ხელს ჰუმანიტარული დახმარების მიღებას და მდგრად ცეცხლის შეწყვეტას",- ამბობს კამერონი.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და "ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა 20 მაისს მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
ისრაელი იმედგაცრუებულია აშშ-ირანის შეთანხმებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics