|
2024-05-21 10:10:44, 445 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის
ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის, ჩვენ უარვყოფთ ამას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი „მსხვერპლია“ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, რომლებმაც 1 200 ადამიანი დახოცეს და ასობით მძევალი აიყვანეს. „ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, რათა ერთად დავამარცხოთ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი და „ჰამასის“ სხვა ჯალათები. ჩვენ გვსურს „ჰამასის“ დამარცხება და ვმუშაობთ ისრაელთან ერთად, რათა ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მხარი არ დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის მოთხოვნას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. შეგახსენებთ, გუშინ, 20 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)