2016-02-12 19:40:11, 450 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთს დასავლეთმა სანქციები არ მოუხსნას
''ძალიან ბევრი ცდილობს დასავლეთში მოხსნას სანქციები, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დასავლეთმა არ მოუხსნას რუსეთს სანქციები, რადგან რუსეთმა არაფერი გააკეთა დანაპირებიდან და პირიქით, პრობლემებს უქმნის უკრაინას.
„ძალიან ბევრი ცდილობს დასავლეთში მოხსნას სანქციები, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. არ არის შესრულებული, რუსეთმა არაფერი არ გააკეთა და შემდგომ პრობლემებს გვიქმნის. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა ყველასთან, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ სანქციების მოხსნა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი'', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან