2024-05-19 13:30:37, 432 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული.
როგორც გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი ფილიპე ლაზარინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „ხალხი გარბის ისეთ ადგილებში, სადაც წყალმომარაგება ან ადეკვატური სანიტარული პირობები არ არის".
„800 000 ადამიანი გზაშია და იძულებული გახდა, გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა 6 მაისს რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ყოველ ჯერზე ისინი იძულებული არიან, დატოვონ რამდენიმე ნივთი, რაც მათ აქვთ: ლეიბები, კარვები, სამზარეულოს ჭურჭელი და ძირითადი მარაგი, რომელსაც ვერ ატარებენ ან ვერ გადაიხდიან მათი ტრანსპორტირების საფასურს. ყოველ ჯერზე მათ უნდა დაიწყონ ნულიდან, თავიდან“,- წერს ფილიპე ლაზარინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,