|
2024-05-18 10:59:51, 434 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია - 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კონგრესში მოსმენა გაიმართება
4 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კონგრესში მოსმენა გაიმართება. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ავრცელებს. განცხადების თანახმად, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ფარგლებში, მოსმენანაში მონაწილეობას წამყვანი ექსპერტები მიიღებენ, რომლებიც საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტზე მისი გავლენისა და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ იმსჯელებენ. რუსული სტილის "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება ასახავს "ქართული ოცნების" მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, დაახლოებას. 3 ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. "ქართული ოცნების" მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ასეთი კანონმდებლობის ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს. შეერთებულ შტატებში კი კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უაღრეს და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს. მათ შორის, პოტენციურად ინდივიდუალური სავიზო აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. ყველაფრის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მათი ნების საწინააღმდეგოდ მიათრევს პრო-დემოკრატიულ და პროდასავლურ მოსახლეობას მოსკოვისკენ და მზადაა დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას. საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ფარგლებში, მოსმენაში მონაწილეობას "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და "ჩეთემ ჰაუსის" უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და "რენდის კორპორაციის" უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი მიიღებენ. ისინი საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტზე მისი გავლენისა და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ იმსჯელებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)