16:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 10:52:33, 317 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ნაბიჯი, რომელიც გაატარებდა რუსულ ინტერესს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ვერავინ მოიყვანს თუნდაც ერთ მაგალითს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გადაედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებში იქნებოდა". 

როგორც კალაძემ „ღამის კურიერში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, „ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსეთუმეს“ უწოდებენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს დაუთმო". 

„თუკი გადავხედავთ ბოლო წლებს, თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ევროინტეგრაცია მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. 2012 წლიდან მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვარ ხელისუფლებაში და ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის, გაატარებდა რუსულ ინტერესს, იქნებოდა რუსეთის ინტერესებში.  ფიზიკურად არ არსებობს ასეთი არც ერთი ფაქტი, არც ერთი ასეთი არგუმენტი. 

ჩვენ „რუსეთუმეს“ გვეძახიან ადამიანები, რომლებმაც რუსეთთან დათმეს ქვეყნის ტერიტორიები, ადამიანები, რომლებმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს. მე მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics