2016-02-12 16:42:26, 429 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი საქართველოში რუსულენოვანი არხის მაუწყებლობაში პროპაგანდის საფრთხეს ვერ ხედავს
ამერიკის ელჩი იან კელი საქართველოში რუსულენოვანი არხის მაუწყებლობაში პროპაგანდის საფრთხეს ვერ ხედავს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს.
მისივე თქმით, უცხოენოვანი ტელევიზიის გახსნა შესაძლოა სხვადასხვა ეთნოსის ინტერესების დაცვით იყოს განპირობებული.
„რამდენადაც ვიცი, ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც რუსული ენა არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ჩვენ გვაღელვებს ის მცდელობები, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მისწრაფებებს - გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აღნიშნულ მცდელობებს, რომლებიც მიმართულია ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან