|
2024-05-14 15:27:11, 349 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - თქვენ რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ, გარეთ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა უნდა გესმოდეთ
თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომლებიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით, თქვენ ხართ ხელისუფლება , რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ანა წითლიძემ ყველა იმ ადამიანს გამოუცხადა სოლიდარობა, რომლებიც "ძალადობის, მუქარისა და დაკავებების მსხვერპლნი გახდნენ". „პირველ რიგში მინდა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ დღეების განმავლობაში სახლში მიუვარდნენ რეჟიმის დავალებით და სცემეს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაკავებულს, რომელიც რეჟიმმა დააკავა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც რობოკოპები აი ამ მშიშრების გამო, თავში ურტყამენ ხელკეტებს და მინდა ვუთხრა პატივია, ყველა მოქნეული ხელი რეჟიმის მხრიდან საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში! თქვენ, რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ უნდა გესმოდეთ გარეთ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა, თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ როდის გინახავთ ამდენი გამოსული სტუდენტი ქუჩაში?! როდის გინახავთ ამდენი გამოსული სკოლის მოსწავლე ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი პროფესორ-მასწავლებელი ქუჩაში?! როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო , საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში! დღეს არა რუსულ კანონს = არა რუსულ რეჟიმს! თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომლებიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით, თქვენ ხართ ხელისუფლება , რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი და რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ თქვენ! თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავს, აშინებთ და აგინებთ! თქვენ ხართ რეჟიმი რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს, სცემთ ახალგაზრდებს! თქვენი ქმედებები არის შეგნებული და თქვენი კონფორმიზმი იმდენად მძიმეა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგული გაქვთ, ამიტომაც ხართ არაადეკვატურები. მაგრამ რაც არ უნდა ეცადოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, რამდენი კობოკოპიც არ უნდა გამოიყვანოთ, საქართველოს მოქალაქეები არიან თავმოყვარეები და არ ეშინიათ! როდის უნდა ისწავლოთ, რომ რამდენჯერაც დაარბევთ იმდენი ასი ათასი გამოვა , იმიტომ რომ არ ეშინიათ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)