13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 12:06:20, 352 ნახვა

საზოგადოება
დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს  7500 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.

ჯამში, გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1 იანვრამდეა რეგისტრირებული.

ბიზნეს გეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  31 მაისის ჩათვლით  მიიღება.

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის  ქ.N15ა;
  • ქ. გორი, სამების  ქ.N1;
  • ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის  ქ.N5ა;
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის  ქ.N106;
  • ქ. ქუთაისი, ი.  აბაშიძის გამზ. N27.

პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და  სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს.   მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ  აღნიშნული შესაძლებლობა, რათა საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ.  პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  სააგენტოს ვებგვერდზე - https://idp.moh.gov.ge/“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics