|
2024-05-11 12:47:26, 312 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შანტაჟი არ არის ის, რითაც პარტნიორები უნდა საუბრობდნენ და არ ჭრის, არც ხელისუფლებაზე და არც ხალხზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენს რამდენიმე დღეში შეხვდება. როგორც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯიმ ობრაიენთან შეხვედრა ასევე დადასტურებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. „თემატიკაზე ვერაფერს გეტყვით, მე დადასტურებული მაქვს შეხვედრა მასთან რამდენიმე დღეში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული. თემა სავარაუდოდ უკავშირდება კანონპროექტის განხილვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა, თუ არა, საუბარი იყოს პერსონალურ სანქციებზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს. „მე არ მგონია, რომ ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს. ზოგადად, სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ. ეს დე-ფაქტო სანქცია ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიმართ უკვე მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ამ სანქციამ მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე. მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ყოველ ჯერზე, როცა ეს უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესებს. მან გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა იყო პოლიტიკაში დაბრუნება თავის დროზე - 2022 წელს, როცა ახალი დაწყებული იყო ომი და მოთხოვნა უკავშირდებოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რაზეც უარი თქვა და გაგრძელდა შანტაჟი. დღემდე გაყინულია თანხები მის ანგარიშზე. ამიტომ, შანტაჟი არ არის ის, რითაც პარტნიორები უნდა საუბრობდნენ და შანტაჟი არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ხალხზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)