|
2024-05-11 12:45:58, 287 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია, სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია
დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ე.წ პოლარიზაცია სინამდვილეში არის აბსოლუტურად ხელოვნური; როდესაც კეზერაშვილისგან იღებ ხელფასს, ხაზარაძისგან და გვარამიას ხაზიდან, რა თქმა უნდა, ის ჟურნალისტი არ არის და ამიტომ იქცევა ეს ადამიანი, როგორც არაჟურნალისტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ჟურნალისტი კითხვას სვამს და პასუხს არ ელოდება. „როდის გახსოვთ თქვენ მათგან ჟურნალისტური მოქცევა. ის არ არის სირცხვილი, რომ კეზერაშვილისგან იღებს ადამიანი ხელფასს და გონორით გელაპარაკებათ თქვენ? რა თქმა უნდა, სირცხვილია. ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია, სამი სახე ამ ტელევიზიის, სამივე პირდაპირ უხეშად იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში. ამიტომ არის პოლარიზაცია. სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია. მათ სხვანაირად რესურსიც არ აქვთ, ხელოვნური ქარიშხალი ჭიქაში უნდა დაატრიალონ, სხვანაირად თავი როგორ უნდა დაიცვას კეზერაშვილისგან ხელფასის მიმღებმა ე.წ ჟურნალისტმა, ან ვინც ხაზარაძისგან, გვარამიასგან ან ვიღაცისგან იღებს ხელფასს. მათ რესურსი არ აქვთ, რომ სხვანაირად თავი დაიცვან, არ უნდა მოგცენ პასუხის გაცემის საშუალება, ხელოვნურად უნდა აჭრან დისკუსია. თუ ჟურნალისტი გქვია, რანაირი ჟურნალისტი ხარ, კითხვას სვამ და პასუხს არ ელოდები. აბსოლუტურად გაუგებარია. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან არა ჟურნალისტები, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ეს არის პრობლემა. სხვა გზა არ აქვს კეზერაშვილს, ხაზარაძეს და გვარამიას, ასე უნდა მოიქცნენ, სხვა რესურსი მათ უბრალოდ არ აქვთ", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ კანონთან დაკავშირებით მათ ვერც ერთი კითხვა ვერ დასვეს.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)