01:23 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 19:08:47, 461 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება - ევროპის დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ტერორი მოუწყო

ევროპის დღეს " ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტერორი მოუწყო საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რუსთაველის თეატრის წინ გააკეთეს.

პოლიტიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ 11 მაისს ევროპის მარშს შეუერთდნენ და "უარი უთხრან რუსეთის გეგმებს საქართვლოში".

"გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებულ ადამიანებთან, განსხვავებულ პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა.

უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორსა და ძალადობაზე და ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით იმიტომ რომ იოლად ახერხებს აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, აქციების მონაწილეების დევნას და ცემას ახდენენ ამ ქვეყანაში.

ამიტომ, ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს. ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics