|
2024-05-09 15:15:19, 440 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება
მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც პაპუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ევროპის მშვიდობისა და წინსვლის უზრუნველყოფაში სხვა ქვეყნებთან ერთად წვლილს შეიტანს. „მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა ევროპის წამყვან ქვეყნებს მშვიდობისა და ახალი ომების პრევენციის მიზნით ერთობის აუცილებლობა უკარნახა. დღეისათვის ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა და ევროპელი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს. ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების. გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობითა და ისტორიული გამოცდილებით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)