15:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 18:38:59, 521 ნახვა

მსოფლიო
კლევერლი - გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს

გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტში საუბრისას განმარტა, ეს ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე პასუხითაა განპირობებული.

„ჩვენ გავაძევებთ სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის არადეკლარირებული ოფიცერია. ჩვენ ასევე ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ რუსულ დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის შევზღუდავთ რუსი დიპლომატების გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის ხანგრძლივობას“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics