01:23 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 17:46:32, 430 ნახვა

პოლიტიკა
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებსა და ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-წლისთავთან დაკავშირებით" მილოცვები გაეგზავნათ დსთ-ს ქვეყნების, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. ლიდერებსაც. მილოცვის სიაში არ არის უკრაინა.

ვლადიმერ პუტინმა "გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობის კავშირები დარჩება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის".

"მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეინარჩუნოთ და გადასცეთ მომავალ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ამაყად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა", - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics