|
2024-05-08 14:02:38, 470 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ვგმობთ სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიაზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას
საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოითხოვს რეაგირებას! - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. პლატფორმა ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვლენების დროულ და ყოველმხრივ გამოძიებისკენ მოუწოდებს. “საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე, მათ შორის, მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე, ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა. მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება: ჩატარდეს დროული და ყოველმხრივი გამოძიება, დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში და გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.
არა ძალადობას! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)