|
2024-05-07 10:33:02, 399 ნახვა
პოლიტიკა
Anonymous კობახიძეს - თუ მთავრობა გააგრძელებს მომიტინგეებზე თავდასხმებს, სამათვრობო ვებგვერდებზე ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ
თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ სამთავრობო გვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ, - ამის შესახებ ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი სოციალურ ქსელში წერს. Anonymous-ის განცხადებით, „ქართველ ხალხს გვერდით უდგანან ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“. „ამ პერიოდის განმავლობაში, Anonymous-მა კიბერშეტევები განახორციელა საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ საიტზე. ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა. გარდა ამისა, სამიზნე გახდა მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომელიც პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. კრემლის მარიონეტულმა მთავრობამ საქართველოში გაატარა რუსული „უცხო აგენტების“ კანონები, რომელიც მიზნად ისახავს, გააჩუმოს განსხვავებული აზრის და დამოუკიდებელი მედიის, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორგანიზაციების სამიზნე. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვართ მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს თავისუფალი საქართველო რუსული გავლენისგან, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ! საქართველოს პრემიერ-მინისტრს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ სამთავრობო გვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ“, - წერია Anonymous-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)