15:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 21:54:36, 485 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები განიხილოს

რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვამ ჩამოთვალა პირობები ის პირობები, რომლებიც, „უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის“ არის საჭირო.

„გლობალურად თუ ვისაუბრებთ, რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკის მიმართ თანამედროვე რეალიების, უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთებების გათვალისწინებით. უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის უნდა იქნეს აღმოფხვრილი მისი პირველადი მიზეზები.

დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებით მომარაგება, კიევის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საწყისებს, ნეიტრალურ, ბლოკგარეშე, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს“, - განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics