04:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 20:15:10, 452 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის სასახლესთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან სტუდენტები, არასამათავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები.

გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

რაც შეეხება კანონპროექტს, მისი საკანონმდებლო ორგანოში წარდგენა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს დააანონსა. 17 აპრილს, მას პარლამენტმა პირველი მოსმენით, ხოლო 1-ელ მაისს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics